გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: რით განსხვავდება ოსვენციმის დირექტორი რუდოლფ ჰიოსი, ან "ბუხენვალდის ალქაჯი" ილზა კოხი ლაშა ჩხარტიშვილისა და ნატა ფერაძისაგან?! - ესენი არიან სადისტები და გან-კაცებული ცხოველები

20-05-2024

„უბედურება იმაშია, რომ ამავდროულად, ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდების ნაწილისთვის "მიბაძვის ობიექტები", საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მომავალი ხელისუფლების ლიდერები“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


ქართველიშვილი ამით გამოეხმაურა ლაშა ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ პოსტს, რომელიც ირანის პრეზიდენტის დაღუპვის ამბავს ეხება.


„უბრალოდ ამიხსენით, რით განსხვავდება ოსვენციმის დირექტორი რუდოლფ ჰიოსი, ან „ბუხენვალდის ალქაჯი" ილზა კოხი, როგორც „ყავისფერი" ფაშისტები ამ „მწვანე" ფაშისტებისაგან - ლაშა ჩხარტიშვილისა და ნატა ფერაძისაგან?! ცალკე თემაა, რომ ესენი წარმოადგენენ ფსიქიატრიული დაავადებებისა და ეშმაკეული შეპყრობილობის ჯოჯოხეთურ ნაზავს. რომ ესენი არიან შინაგანი ბუნებით სადისტები, სექსუალური მანიაკები და გან-კაცებული ცხოველები. უბედურება იმაშია, რომ ამავდროულად ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდების ნაწილისთვის „მიბაძვის ობიექტები", საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მომავალი ხელისუფლების ლიდერები...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930