გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ტაქსის უფასო სადგომებად 60-ზე მეტი ლოკაციაა შერჩეული

2-10-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით, 60-ზე მეტი ლოკაციაა შერჩეული, ჯამში, 250-მდე სადგომით, რომლითაც ტაქსის მძღოლები უფასოდ ისარგებლებენ.

როგორც მან აღნიშნა, ტაქსის რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე სხვა ავტომანქანების გაჩერება აიკრძალება.

„დღეის მდგომარეობით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმა. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის. რასაკვირველია, ტაქსის მძღოლები აღნიშნული ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა დამატებითი ადგილების გამოსაყოფად მუშაობას განაგრძობს.

„მგონია, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა. საზოგადოების მხარდაჭერით, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. პარალელურად, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ მეტროს ვაგონები და მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს სრულად განახლებული ავტობუსების პარკი ეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი უნდა გავხადოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში ყველაზე მოხერხებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031