20-05-2024
თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება.
მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით.
გადარიცხვა შესაძლებელია:
თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.
გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს “საკუთარ ანგარიშზე” ღილაკის გამოყენებით, რომ თანხა მომენტალურად აისახოს.
გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.
ამ ფუნქციონალით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი სარგებლობდეს თიბისის მობაილბანკით.