გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს ქიმიური წმენდის ვაუჩერები გადაეცემათ

2-10-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით, 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული იმ ტაქსების მფლობელებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ქიმიური წმენდის ვაუჩერები უსასყიდლოდ გადაეცემათ.

მისი თქმით, ტაქსის მფლობელებს აღნიშნულ ვაუჩერებს გადასცემს კომპანია, რომელიც დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებს.

„ტაქსების ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება დიდია. შესაბამისად, გვაქვს სიახლე, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნაზეა მორგებული. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს, რომელთაც ასევე, გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები გადაეცემათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება არცერთი ლარი. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს დააფინანსებს და სალონის ქიმიურ წმენდას ჩაატარებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტაქსებისთვის სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები 2018-2019 წლის პერიოდში განხორციელდება.

„2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში ერთი ფერის ტაქსები გვეყოლება, რომლებიც ყველა თვალსაზრისით, მოწესრიგებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და მგონია, რომ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება. მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ტაქსის რეფორმა აღნიშნული სფეროს განვითარებასა და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას ემსახურება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930