გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტური გაიმართა

21-05-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს.  კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია. 3 დღიანი ტურის ფარგლებში ტუროპერატორები მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს ათვალიერებენ, ეცნობიან ინფრასტრუქტურას და სერვისებს რასაც ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლებს სთავაზობენ.


ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანმა ტუროპერატორებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.


ინფო-ტური  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031