გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: 309 ქართული სირცხვილი, რომელიც აღწერა და შეაჯამა მამამ, ლევან სანიკიძემ, ბედის ირონიით გამგრძელებელი და 310-ე მოქმედი პირი შვილი, გუბაზი გახდა, კოლექტიურ გუბაზებთან ერთად

21-05-2024

მოღალატეები ჩვენ ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა, მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი მოღალატე ისტორიას არ ახსოვს. რაღაც განსაკუთრებულ ეპოქაში ვართ და განსაკუთრებული მისია გვაკისრია. 309 ქართული სირცხვილი, რომელიც აღწერა და შეაჯამა მამამ, ლევან სანიკიძემ, ბედის ირონიით გამგრძელებელი და 310-ე მოქმედი პირი შვილი, გუბაზი გახდა, კოლექტიურ გუბაზებთან ერთად, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ამ ტიპის ხალხი გულწრფელ მომავალ თაობას აჯერებენ, რომ აუცილებელია, გვყავდეს პატრონი და ბატონი, ხოლო ასევე აუცილებელია, რომ ეს ბატონი მაინც და მაინც დასავლეთში იყოს, რადგან სხვაგვარად ჩვენი ქვეყნის არსებობა ვერ წარმოუდგენიათ და თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაცვლად მონობისათვის ბრძოლას აიძულებენ.


„„310-ე“ ქართული სირცხვილი მართლაც არაფერია ახალი მზისქვეშეთში და ჩვენი ბედკრული ქვეყნის ისტორიაში. შიდა გამყიდველები, მოღალატეები, ამბიციითა და შურით დაბრმავებულები, ოღონდ საკუთარ ვნებას და ძალაუფლების წყურვილს გასაქანი მისცენ, აბსოლუტურად ყველაფერს კადრულობენ და არც მრავალტანჯული ქვეყნის, სამშობლოს მომავალს დაგიდევენ... თუმცა სამშობლო რა სახსენებელია მათთან.. ეგეთი რამ არც არასდროს ჰქონიათ და არც ექნებათ. მათი მოდგმის ხალხს ეგ ცნება არ ესმით. ახლაც, ისევე როგორც არაერთხელ ისტორიაში, საკუთარი ქვეყნის ამოსაგდებად უცხოეთში დაძრწიან, იქაურ ფადიშაჰებს ფეხქვეშ უვარდებიან და ყოველგვარი მანქანებით რისხვის მოწევას ცდილობენ. ჯერ დაბეზღებით დაიწყეს, თვალთმაქცობითა და ჩაწვეთებით, ახლა სააშკარაოზე გამოხოხდნენ და ღიად გაჰყვირიან, გვიშველეთ, დაგვიპყარით, თორემ დავიქეცითო. რა ღონეს აღარ მიმართავენ, ოღონდ სანქციები დაუწესდეს ქვეყანას. ქვეყანა, რომელიც სუვერენიტეტისთვის იბრძვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, თვითმყოფადობისა და გადარჩენისთვის იბრძვის, ისევ და ისევ საკუთარი ქვეყნის შიდა მტრების გასანადგურებელი ხდება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არახალია. ამ ტიპის ხალხს, როგორებიც ადრეც იყვნენ და ახლაც არიან, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ამიტომ ვერაფრით გაუგიათ, რას ნიშნავს სუვერენიტეტისათვის ბრძოლა. მუდამ გვიკიჟნებენ, რომ ამ გზით მაინც და მაინც რუსეთის მონობისკენ მივდივართ, რადგან უპატრონოდ ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ. დამოუკიდებლობის ნაცვლად დასავლეთის მონობას გვთავაზობენ და ამით ძალიან ამაყობენ. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ პროტესტის ავანგარდში მყოფი ახალგაზრდებისთვისაც უმძიმესი მაგალითის მიმცემები არიან - გულწრფელ მომავალ თაობას აჯერებენ, რომ აუცილებელია, გვყავდეს პატრონი და ბატონი, ხოლო ასევე აუცილებელია რომ ეს ბატონი მაინც და მაინც დასავლეთში იყოს. სხვაგვარად ჩვენი ქვეყნის არსებობა ვერ წარმოუდგენიათ და თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაცვლად, მონობისათვის ბრძოლას აიძულებენ. მაგრამ იცით რა არის ახალი? იცით ვინ დგას ამ მოღალატეთა რიგებში წინა ხაზზე? ვინაა საკუთარი ვნებებით დაბრმავებული ერთ-ერთი მთავარი მოღალატე? გაკოტრებული და უდიდესი ძალისხმევით ძლივს დამარცხებული მიხეილ სააკაშვილის კალთას გამობმული გუბაზ სანიკიძე, არაკაც-კაცთყოფილი, რომელსაც აღარც წარსული ახსოვს, აღარც მამა და აღარც მისი დავიწყებული წიგნები, კაცმა რომ არ იცის სად შეჩურთა. დავითის მიერ დამარცხებული ლიპარიტ ბაღვაშის ფეხის წმენდა რომ აირჩია ამ სიბერეში, სწორედ ამ კაცს და მისი სახით მთელ მოღალატე რენეგატ ოპოზიციას უნდა გავახსენოთ ის ტრადიციული ხაზი, რომლის „ღირსეული“ გამგრძელებლებიც არიან დღეს. რომელი ხაზის?.. იკითხავთ. ვახტანგ გორგასლისთვის ჯაჭვის პერანგში ისრის მსროლელის; აშოტ კურაპალატის საკურთხეველთან დამკვლელთა; კახეთში თურქთა შემომყვანი აღსართანისა და დავითის მოღალატე ძაგანისა, ლიპარიტისა, ასათისა; იოანე პეტრიწონელის მდევნელთა; შალვა ახალციხელის ბრძოლაში მარტოდ მიმტოვებელთა; ყორღანაშვილის; ბერბიჭაშვილის სერგო ორჯონიკიძის. და მრავალი სხვა...მოღალატეები ჩვენ ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა, მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი მოღალატე ისტორიას არ ახსოვს. რაღაც განსაკუთრებულ ეპოქაში ვართ და განსაკუთრებული მისია გვაკისრია. 309 ქართული სირცხვილი, რომელიც აღწერა და შეაჯამა მამამ, ლევან სანიკიძემ, ბედის ირონიით გამგრძელებელი და 310-ე მოქმედი პირი შვილი, გუბაზი გახდა, კოლექტიურ გუბაზებთან ერთად“, - წერს გივი მიქანაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930