გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია

21-05-2024

„არ შეიძლება, მორალს მიკითხავდეს გათხოვილი მამაკაცი, ჩემს სარწმუნოებას ეხებოდეს და აბუჩად იგდებდეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება არცერთ ქართველს, არ დარჩება სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა ამომრჩეველთა უმრავლესობამ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.


მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ქვეყნის სხვა დაუძინებელმა მეგობრებმა ვერ გაითავისეს, რომ ქართველები მონები არ არიან.


„ზოგადად პრობლემა არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა ვერ გაითავისეს - ჩვენ არ ვართ მონები. ჩვენ გვაქვს სრულუფლებიანი და სრულფასოვანი სახელმწიფო, დიდი ისტორიული წარსულითა და ღირსებით. ქართველ ერთან საუბარი საფრთხილოა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულმა ღონისძიებამ, როდესაც მთელი საქართველო გარეთ გამოვიდა იმ კულტურული და ღირებულებითი ფასეულობების დასაცავად, რამაც დღემდე მოგვიყვანა. ვფიქრობ, რომ ამ საჩვენებელი ღირსების მარშის შემდეგ ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ უნდა გააანალიზონ, ვის ესაუბრებიან და ვისთან აქვთ საქმე. არ შეიძლება, მორალს მიკითხავდეს გათხოვილი მამაკაცი, ჩემს სარწმუნოებას ეხებოდეს და აბუჩად იგდებდეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება არცერთ ქართველს, არ დარჩება სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა ამომრჩეველთა უმრავლესობამ.


გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ასევე ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ზუსტად ის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს, როგორც სახელისუფლებო გუნდი, ასევე თითოეული ქართველი, რომელსაც ესმის და სწამს ჩვენი მომავლის ღირსების და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930