21-05-2024
„სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში სამართლებრივად გაუმართავი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფორმით გააგზავნა ვეტო და ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ კანონპროექტის განხილვა მომხდარიყო.
„სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს მიუღებელია. გარდა ამ მიუღებელი ქმედებისა მან სამართლებრივად გაუმართავი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფორმით გამოგზავნა ვეტო. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მან პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა.
მართალია პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ ქუჩასაც ეტყობა, რომ თანდათან მცირდება ამ კანონის წაუკითხავად გამპროტესტებელთა რაოდენობა და საზოგადოებამაც უკვე ბევრი იცის კანონთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.