გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია: ჩვენ გვინდა პარიზის, ლონდონის, მადრიდისა თუ მილანის მსგავსი სატრანსპორტო პოლიტიკა 

2-10-2018

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ის თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ტაქსებთან დაკავშირებით სრულად იწონებს.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერის ინიციატივას თბილისელებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

 

,,წინასაარჩევნოდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ კალაძის კანდიდატურას სხვა პიროვნულ ღირსებებთან და უპირატესობებთან ერთად,  ევროპული ცხოვრებისა და ადამიანებისათვის მუნიციპალური თუ სხვა სერვისების მიწოდების ბუნებრივი ცოდნა ჰქონდა.

მას,  მერად არჩევის შემდგომ  არ მოუწევდა ევროპაში ქალაქ-ქალაქ სიარული, რათა გაცნობოდა იქაურ მიდგომებს.

ახლა, როდესაც კალაძე იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ტაქსებთან დაკავშირებით, ის ნაკარნახევია მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით, მრავალჯერ ნანახით,  გასიგრძეგანებულით და არა ყურმოკრულ თუ გაგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

მის მიერ ამ მიმართულებით შემოთავაზებული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა ევროპული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკისა და ადამიანების მომსახურების თანამედროვე სტანდარტის დამკვიდრების პრინციპული მცდელობა.

მოუწესრიგებელი და არაჰიგიენური ტაქსები, მხოლოდ უხიფათო როდია ჩვენი თანაქალაქელებისათვის, ეს ქვეყნის დამაზიანებელი სავიზიტო ბარათიც გახლავთ და ამაზე, სამწუხაროდ, დედაქალაქის არაერთ სტუმარს გაუმახვილებია ყურადღება.

ჩვენ გვინდა პარიზის, ლონდონის, მადრიდისა თუ მილანის მსგავსი სატრანსპორტო პოლიტიკა  და დამერწმუნებით, ქალაქის ხელისუფლების შესაბამისი ნების არსებობის ვითარებაში ეს არც თუ ისე რთულია.

რადგან ასეთ ნებას თბილისის მერი ამჟღავნებს, ვფიქრობ თბილისელებმა მხარი უნდა დავუჭიროთ მას და მძღოლის როლში ვიქნებით, თუ მგვზავრის, უნდა გვესმოდეს, რომ საერთო საქმეს ვუდგევართ გვერდში,” - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031