2-10-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტი და მძლავრი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ თბილისს. ეს ეხება აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოს რეგიონებს. ჩვენ უფრო კარგად და სიღრმისეულად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამავე სიყვარულით უნდა დახვდეს მას ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობა“- აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ.