გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის

22-05-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა.


დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდა 50 ფინალისტი.


დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, ევროპული Baltic Innovation Agency-ის მენტორები მოამზადებენ:

  • ფრენკ ჰანიგანი - ბიზნეს მრჩეველი, მენტორი და მეწარმე, აქვს 21 წელზე მეტი გამოცდილება გლობალური ბიზნესის დაფუძნებასა და მართვაში
  • რემკო ვენენბერგი - გამორჩეული ფიგურა FinTech და საბანკო სექტორში. ცნობილია თავისი გამოცდილებით B2B გაყიდვებსა და ზრდაში, ასევე სტარტაპების მენტორინგით. ხელმძღვანელობდა უამრავ ადრეული და ზრდის სტადიის B2B სტარტაპს, განსაკუთრებით FinTech-ში, AI-სა და მენტალურ ჯანმრთელობაში
  • არტა ბეიტანე - სენიორ პარტნიორი Buildit-ში, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი Hardware სტარტაპების მხარდაჭერას ახორციელებს. აქვს ბალტიის ქვეყნებში მენეჯმენტის კონსულტაციების მდიდარი გამოცდილება
  • ვიესტურს სოსარსი - სერიული მეწარმე, არის არაერთი სტარტაპის თანადამფუძნებელი. აქვს სტარტაპებში ინვესტირების მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ანგელოზი ინვესტორის სახით, ასევე აქვს საინვესტიციო ფონდის მართვის გამოცდილება
  • რენე ტონისონი - Buildit Accelerator-ისა და მასთან დაკავშირებული ოთხი საინვესტიციო ფონდის თანადამფუძნებელი და ინვესტორი (Buildit Invest, Buildit Creative Invest, Buildit Latvia Seed Fund და Buildit Latvia Pre-Seed Fund). არის EstBAN-ის წევრი და Buildit-ის ფონდების მეშვეობით 100+ ინვესტიცია აქვს განხორციელებული სტარტაპებში

გამარჯვებულები 2024 წლის 1 ივნისს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.


პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930