გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტროს ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები დაექვემდებარება

2-10-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონები „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“   საქართველოს კანონის მოთხოვნებს დაექვემდებარა და  მათი მუშაობა დროებით შეჩერდა. ამით კი, ხელი შეეშალა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვას. 


„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს, ახლო მომავალში ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი პოლიტიკა სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით შემუშავდეს. რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების განათლების მიღების შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შექმნით“-აცხადებენ უწყებაში.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031