გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი დავალებაა, მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ქვეყანა, სცადონ რევოლუციების მოწყობა და საბოლოო ჯამში დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით

23-05-2024

საზოგადოებამ დაინახა თვალსაჩინოდ, რომ ეს არის ერთი ქვაბი, ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", რომლის ერთადერთი არა ამოცანა, არამედ დავალება არის ის, რომ ხელოვნურად შეინარჩუნონ ეს ე.წ. პოლარიზაცია, რაც სინამდვილეში არის რადიკალიზმი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.


მთავრობ ის მეთაურის თქმით, მათი ერთადერთი დავალებაა მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ეს ქვეყანა, მუდმივად სცადონ რევოლუციების მოწყობა და სცადონ საბოლოო ჯამში ის, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით.


„მე ამ ყველაფერს დავარქმევდი ლუსტრაციას. სინამდვილეში, ეს არის არა კონსოლიდაციის პროცესი, არამედ უბრალოდ ლუსტრაციის. თქვენ გახსოვთ, ჩენ ვამტკიცებდით, რომ ეს ადამიანები, ყველა ერთად, ეს სუბიექტები არიან ერთი პოლიტიკური ძალა და მას ვუწოდებდით კიდეც ერთ სახელს, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა". იქ იყო გარკვეული ილუზიის შექმნის მცდელობა მათი მხრიდან გასული წლების განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ პროცესს და დაკავშირებულია ამ პროექტის ინიცირებასთან, არის ის, რომ სინამდვილეში ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, ისედაც ერთ ქვაბში იყო მოთავსებული აბსოლუტურად ყველა, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" ერთი დიდი ქვაბი, აქ შედის ყველა რადიკალური ოპოზიციური პარტია, ყველა ეს რადიკალური NGO, მათი რადიკალური მედიასაშუალებები. სინამდვილეში ისინი ისედაც იყვნენ ერთ ქვაბში, მაგრამ საზოგადოებამ დაინახა თვალსაჩინოდ, რომ ეს არის ერთი ქვაბი, ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", რომლის ერთადერთი არა ამოცანა, არამედ დავალება არის ის, რომ ხელოვნურად შეინარჩუნონ ეს ე.წ. პოლარიზაცია, რაც სინამდვილეში არის რადიკალიზმი ამ ქვეყანაში. მათი ერთადერთი დავალებაა მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ეს ქვეყანა, მუდმივად სცადონ რევოლუციების მოწყობა და სცადონ საბოლოო ჯამში ის, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით. ამის წინააღმდეგ არის მიმართული სწორედ ის კანონი, რომელიც დაინიცირდა, მივიღეთ. ამიტომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ ამ კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, რაც ერთი შეხედვით მოჩანს, როგორც კონსოლიდაცია, სინამდვილეში არის ლუსტრაცია. ისინი ისედაც იყვნენ ერთ ქვაბში, უბრალოდ საზოგადოებამ უკეთ დაინახა ეს ყველაფერი ამ პროცესების საფუძველზე. მათ ერთად გამოაჩინეს ის, რომ სინამდვილეში არიან ერთი გარედან მართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930