გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი

23-05-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები.


როგორც ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა, შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების მიზეზი.


„ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი. რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და არასდროს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მით უმეტეს, მათი დახურვის მიზეზი, ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს ჩვენ მსჯელობა. წლების განმავლობაში პარტიები დეტალურად აქვეყნებენ, ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკუთარ შემოსავლებსა და გასავლებს, არასდროს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არ დამდგარა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა დღემდე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი კანონი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031