გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან

23-05-2024

თუ NGO-ები დაიწყებენ კეთილსინდისიერად მოქმედებას, შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, NGO-ს ლიკვიდაციის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ დგება დღის წესრიგში.


„NGO-ს ლიკვიდაციის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ დგება დღის წესრიგში. ერთადერთი, რაც არის გათვალისწინებული, ეს არის ჯარიმა. სხვა არავითარი სანქცია გათვალისწინებული არ არის. შეიძლება, დროთა განმავლობაში ჯარიმები დაემატოს, მაგრამ ჯარიმის გადაუხდელობა ლიკვიდაციას არ იწვევს.
წარმოვიდგინოთ ორი სცენარი, ერთი, როცა NGO-ები მოქმედებენ კეთილსინდისიერად და როცა მოქმედებენ არაკეთილსინდისიერად, ანუ არ აქვეყნებენ ინფორმაციას საზოგადოებისთვის. პირველი ვარიანტის შემთხვევაში, თუ NGO-ები დაიწყებენ კეთილსინდისიერად მოქმედებას, შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან. როგორ შეიძლება, ამან გამოიწვიოს რაიმე დრამატული პრობლემები არასამთავრობოების საქმიანობის კუთხით.
იმ შემთხვევაში, თუ მოქმედებენ არაკეთილსინდისიერად და არ შეაქვთ ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, მოუწევთ ჯარიმის გადახდა, მეორე კი არის ის, რომ იუსტიციის სამინისტრო მოიკვლევს ინფორმაციას ორგანიზაციასთან დაკავშირებით და თავად გაასაჯაროებს ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების თაობაზე, შემოსავლებსა და ხარჯებზე. არავითარი ინტიმური ცხოვრება. თუ უარს ამბობს ორგანიზაცია, იუსტიციის სამინისტრომ თვითონ უნდა დაარეგისტრიროს, გარკვეული მექანიზმი უნდა არსებობდეს ამი. ინტიმურ ცხოვრებასა და მსგავს აბსურდებზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება. ერთადერთი, რაც გასაჯაროვდება, ეს არის ინფორმაცია ფინანსებზე,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930