23-05-2024
როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას, აქაც გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი - როცა საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც გამჭვირვალე გახდება დაფინანსება, ბევრ რამეს დააზღვევს ეს კანონი.
„ასევე, როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას. აქაც გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი. როცა საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ა.შ. აქ როცა იყვნენ ჩამოსულები ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთ-ერთ მათგანს დავუსვი მარტივი შეკითხვა - წარმოიდგინეთ, რომ ქართული სახელმწიფო აფინანსებს მაგალითად ლიეტუვაში არასამთავრობო ორგანიზაციებს. არის ასეთი ასი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასივე ერთ ხმაში აცხადებს, რომ ლიეტუვას ჰყავს პრორუსული მთავრობა და საჭიროა მისი გადაყენება, გადაგდება, გადადგომა და ა.შ. მე, როგორც ქართული სახელმწიფო ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ავიღებ? წარმოიდგინეთ, რომ ას ორგანიზაცის ვაფინანსებ და ასივე ერთ ხმაში აცხადებს, რომ ლიეტუვას ჰყავს პრორუსული, არალეგიტიმური მთავრობა, არჩევნები გააყალბა, ამ დროს მე გავაყალბე ჩემი ენჯეოებით პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ასეთ დროს მე, როგორც საქართველოს მთავრობამ, ჰიპოთეტურად ვამბობ, ხომ უნდა ავირო პასუხისმგებლობა ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე? როდესაც გამჭვირვალე გახდება ეს დაფინანსება, მერწმუნეთ, ძალიან ბევრ რამეს დააზღვევს ეს კანონი", - განაცხადა პრემიერმა.