გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: სადაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე?

23-05-2024

„ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ - სერბეთში, ნატოს წევრ ქვეყანა თურქეთში და ა.შ., სხვათა შორის, უფრო მკაცრი რედაქციებით“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიო საზოგადოება ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე აშკარა ზეწოლას ხედავს, ვენეციის კომისიის წევრებზეც სრულიად შესაძლებელი იყო იგივე განხორციელებულიყო.


„სადაც [ისრაელ-პალესტინის ომთან დაკავშირებით] ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც შავით თეთრზე არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს? ასე რომ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა ჩვენს განცხადებებში, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც საქართველოს უკრაინიზაცია სურთ, ეს უკვე ყველასთვის ცხადი გახდა. სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბით, საჯაროდ მიდის განსხვავებული აზრის ლიკვიდაცია. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მისი მთავარი საკითხი იქნება უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და ევროპის დაცვა სხვა ქვეყნების ზეგავლენისგან. ანუ, ევროპას, რომელსაც იცავს „ნატო“ და ევროკავშირის ეკონომიკური ზონა, თურმე უსაფრთხოების დაცვა სჭირდება და საქართველოს, რომელსაც არც „ნატო“ იცავს და არც ევროკავშირის ქოლგა, არ სჭირდება. ეს უსამართლობაა საქართველოს მიმართ. ამავდროულად, ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ - სერბეთში, „ნატოს“ წევრ ქვეყანა თურქეთში და ა.შ., და სხვათა შორის, უფრო მკაცრი რედაქციებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930