გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახური: შეგვეძლო ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ ყადაღა გამოგვეყენებინა, თუმცა თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გამო ეს არ გავაკეთეთ

2-10-2018


„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს „ომეგა ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური პირდაპირ დაადანაშაულო სიცრუის ტირაჟირებაში.

ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია ფინანსთა სამინისტროს სახელით და ეხება კომპანია ოჯთ-ს საგადასახადო დავალიანებას, სრული სიმართლეა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

2015 წელს, ოჯთ-მ ბიუჯეტში გადაიხადა 35’203’170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1.358.919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134.371 ლარი.


საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს;


2016 წელს, შპს ოჯთ-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი;


2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20,880,470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2,099,350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21,679,836 ლარი.


დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ დაადეკლარირა ანუ აღიარა 19,973,500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12,868,653 ლარი.


2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33,411,299 ლარი.


2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16,076,671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1,214,785 ლარი.


სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16,182,788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52,830,844 ლარს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე აღიარებული საგადასახადო დავალიანება ერიცხება ტელეკომპანია „იბერიასაც“, დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 86,811 ლარს. აქვე უნდა აღინოშნოს, დავალიანების შესაბამისად, გვაქვს კანონიერი უფლება კომპანიის ანგარიშებზე წარვადგინოთ საინკასო დავალებები, ასევე გამოვიყენოთ ყადაღა რაც დღემდე არ გაგვიკეთებია სწორედ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დაცვის და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით.


ახლა, იმ სიცრუის შესახებ, რომელიც ასე ხმამაღლა გაჟღერდა კომპანიის წარმომადგენლების მიერ:


2015 წლის 5 მარტიდან დღემდე, კომპანიის მიმართ 13-ჯერ შეჩერდა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის 2-ჯერ გაფორმდა გადახდის გრაფიკი, რომელიც ორივეჯერ გაუქმდა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო, ხოლო 11-ჯერ და არა 7-ჯერ, როგორც ამას კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, არ იქნა გამოყენებული იძულებითი გადახდევინების ღონისძიებები.


აქვე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პირადად გაეცნონ აღნიშნულ დოკუმენტაციას. ეს არის 13 დოკუმენტი, მათ შორის, როგორც ჩვენ ვაცხადებდით - 11 გადავადების შესახებ და 2 წერილი გრაფიკის შედგენის თაობაზე.


რაც შეეხება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, ეს მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ვადადამდგარი საგადასახადო დავალიანებისთვის, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას მიეცემა მუშაობის საშუალება, ხოლო კომპანია თავის მხრივ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნისას, მზადყოფნას გამოთქვამს იხადოს მიმდინარე ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და ვადადამდგარი დავალიანება ეტაპობრივად შეამციროს რესტრუქტურიზაციის პირობების შესაბამისად.


ამ კონკრეტული სუბიექტის, ოჯთ-ს შემთხვევაში, გვაქვს სრულიად საპირისპირო სურათი, ვინაიდან კომპანიამ როდესაც მოითხოვა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მისი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 29.7 მლნ ლარს, საიდანაც 26,4 მლნ ლარი იყო ძირი თანხა ხოლო დანარჩენი - ჯარიმა-საურავები. მას ამ პერიოდში ფინანსთა სამინისტრომ რესტრუქტურიზაციის პროცედურების გარეშეც გაცილებით მარტივი და მოქნილი მექანიზმით (როგორც კომპანიისთვის ისე ჩვენთვის) მისცა მუშაობის საშუალება (მიუხედავად მათი მხრიდან პირობის არაერთგზის დარღვევისა) და შანსი ეჩვენებინა ჯანსაღი დინამიკა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.


თუმცა, კომპანიამ განაგრძო ახალი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დაგროვება და გაზარდა იგი 52,830,844 მილიონამდე, მათ შორის ძირი თანხა 26,4 მილიონიდან გაზარდა 40 მილიონამდე.


შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები კომპანიის მიერ საგადასახადო დავალიანების პროცესის აღსაკვეთად“-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031