გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: შანტაჟის ენით საუბრის პასუხი შესაძლოა საქართველოს შიდა თუ გარე მტრებმა ძალიან მალე გაიგონ. უცხოელებს სერიოზული უხერხულობები კი შეექმნებათ, თუმცა არც "ჩვენს" მავნებელ პოლიტიკანებზე ხელის შეხოცვა მოერიდებათ

23-05-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად აქვს ინფორმაცია მმართველ გუნდს და ამის გასაჯაროების უნდა ეშინოდეთ.


ნიკოლეიშვილის თქმით, შანტაჟის ენით საუბრის პასუხი შესაძლოა საქართველოს შიდა თუ გარე მტრებმა ძალიან მალე გაიგონ.


მანვე აღნიშნა, რომ უცხოელებს სერიოზული უხერხულობები შეექმნებათ და შესაძლოა ოპოზიციაზე შეიხოცონ ხელი, თუმცა აქაური რადიკალები ზნედაცემულობას და ხელმოცარულობას ისედაც მიჩვეულები არიან.


„შანტაჟის ენით საუბრის პასუხი შესაძლოა საქართველოს შიდა თუ გარე მტრებმა ძალიან მალე გაიგონ. აქაური რადიკალები კი არიან ზნედაცემულობას და ხელმოცარულობას მიჩვეულები, რაც შეეხება უცხოელებს სერიოზული უხერხულობები კი შეექმნებათ, თუმცა არც „ჩვენს“ მავნებელ პოლიტიკანებზე ხელის შეხოცვა მოერიდებათ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031