23-05-2024
„აშკარაა, რომ ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. გარე ძალები, შინა მეხუთე კოლონასთან ერთად ალიანსში, აშკარად შეტევაზე გადმოვიდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისაც ნამდვილად უნდა ეშინოდეს“.
გვენეტაძის თქმით, საქართველო მზადაა თავისი სიმართლის დასაცავად.
„აშკარაა, რომ ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის! გარე ძალები, შინა მეხუთე კოლონასთან ერთად ალიანსში, აშკარად შეტევაზე გადმოვიდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ! ამის დასტურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ფაქტობრივად კი უზარმაზარი მსოფლიო იმპერიის უმაღლესი თანამდებობის პირის განცხადება პატარა საქართველოს მიმართ: „ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ“! ცხადია უნდათ აამოქმედონ ცნობილი პრინციპი, სახელდობრ: „დიდ კაცთან პატარა კაცს...“! მაგრამ საქმე შემდეგია, რომ ეს „პატარა კაცი“ აცხადებს, რომ მზადაა თავისი სიმართლის დასაცავად!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.