გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ირაკლი შოთაძის გადადგომაზე ოპოზიციის რეაქციაზე: ახალგაზრდა კაცს როცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ენა როგორ უბრუნდებათ პირადი ინტერესის და საკუთარი მოგონილი უპირატესობის დასაკმაყოფილებლად სისულელე გაავრცელონ?

23-05-2024

„რატომ არიან ასეთი ცივსისხლიანები და მოძულეები? მესმის ლანძღვა, გინება, დაცინვაც კი, მათი ბუნებაა ეს, მაგრამ ახალგაზრდა კაცს როცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, (ვითომ არ იციან) ენა როგორ უბრუნდებათ პირადი ინტერესის და საკუთარი მოგონილი უპირატესობის დასაკმაყოფილებლად ასეთი სისულელე გაავრცელონ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ირაკლი შოთაძის გადადგომაზე ოპოზიციის რეაქციას.


ექსპერტი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს შოთაძეს და აღნიშნავს, რომ რადიკალებს ტყუილად აქვთ იმედი, სიმართლის მხარეს მყოფი დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი დატოვებს იმ პოლიტიკურ სივრცეს, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ბედი წყდება.


„რატომ არიან ასეთი ცივსისხლიანები და მოძულეები? მესმის ლანძღვა, გინება, დაცინვაც კი, მათი ბუნებაა ეს, მაგრამ ახალგაზრდა კაცს როცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, (ვითომ არ იციან) ენა როგორ უბრუნდებათ პირადი ინტერესის და საკუთარი მოგონილი უპირატესობის დასაკმაყოფილებლად ასეთი სისულელე გაავრცელონ. აი რატომ იწვევენ ზიზღს ეს ადამიანები, აი რატომ ვერ ცდებიან 1%-ს და ვერასდროს ეღირსებიან ხელისუფლებაში მოსვლას. რაც შეეხება ვისაც ჭკუა აქვს... ხომ, ვისაც ჭკუა აქვს აქეთ არის, სიმართლის მხარეს და ნურავის ექნება იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი დატოვებს იმ პოლიტიკურ სივრცეს, სადაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ბედი წყდება. ირაკლის კი ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას!" - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930