23-05-2024
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობიდან გადადგომის ფაქტზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.
ექსპერტის თქმით, ეს არის სწორედ გათახსირება, გარყვნა, არაადამიანობა, უღმერთობა, უზნეობა!
„აი ეს არის სწორედ გათახსირება, გარყვნა, არაადამიანობა, უღმერთობა, უზნეობა! სწორედ ასეთების შესახებ, ამბობდა ილია: "გათახსირებულის კაცებისაგან ყველაფერია მოსალოდნელიო!" აგერ ბატონებო შედეგი! კაცმა განაცხადა მძიმედ ავად ვარ და თანაც იციან დანამდვილებით ამ ავაზაკებმა, რომ ბ-ნი ირაკლი შოთაძე ნამდვილად ავადაა და მაინც წერენ სიბინძურეს! თუმცა აქვე შევახსენებ ამ უშუბლძარღვოებს ერთ ბრძნულ ქართულ გამონათქვამს: "მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო"!“-წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.