გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: პრემიერმა სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით ევროჩინოსნის ამ ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა. ცხადია, საქართველოს დასამორჩილებლად გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს

23-05-2024

ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს, ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.


ანალიტიკოსის თქმით, სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა.


„წარმოუდგენელი რეალობაა, რომ 21-ე საუკუნეში, ბრიუსელის ევროკრატებში, ექსტრემიზმია ჩაბუდებული, რაც თავად აღიარა ევროკომისარმა ბორელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას.


სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა. სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან თუ სოცქსელებიდან ისმის სამარცხვინო ფსევდოლიბერალების განცხადებები - "ფიცომ რაც დაიმსახურა, ის მიიღო".


თუმცა, ამ პათოსს ბრიუსელის ევროკრატიაშიც იზიარებენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ უკიდურესად ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა.


ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს, ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930