გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სანქციების თუ სხვადასხვა სახის მუქარას, დღეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც დაემატა - აღმოჩნდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მიიღოს კანონი, დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესები

23-05-2024

საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში უკან არავინ დაიხევს, არც შანტაჟის და მუქარის ეშინია ვინმეს, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები, ეკლესია და სამშობლო დგას! - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.


ბოჟაძის თქმით, ძალიან რთულია იყო საქართველოს მოქალაქე და არ გქონდეს რეაქცია პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რადგან დღეს აღმოჩნდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მიიღოს კანონი, დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესები.


„ძალიან რთულია იყო საქართველოს მოქალაქე და არ გქონდეს რეაქცია პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე. 33 წლის წინ სისხლის ფასად აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დღეს აღმოჩნდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მიიღოს კანონი, დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესები. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სანქციების თუ სხვადასხვა სახის მუქარას, დღეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც დაემატა! საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში უკან არავინ დაიხევს, არც შანტაჟის და მუქარის ეშინია ვინმეს, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები, ეკლესია და სამშობლო დგას!


#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031