გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა”, გლობალური ომის პარტიიდან, საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, „რუსულად მონათლული ტყუილი” ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი” ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ

23-05-2024

„დროა, ყველა დავფიქრდეთ და საქართველოს მხარეს დავდგეთ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა უშუალოდ ჩვენი საქმეა და მისი მინდობა არავისზე არ შეიძლება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ საქართველოსთან ერთად მსოფლიოც დასაცავი ხდება ორმაგი სტანდარტისგან, ლამაზი დროშების ფრიალისგან, შავი ფულის გათეთრებისგან. ამ გამოწვევაში თავდაცვითი იარაღი კი, მისი თქმით, მხოლოდ სიმართლეა.


როგორც ხუნდაძე წერს, მსოფლიოში არსებული ცხელი წერტილების, დაძაბულობის კერებისა და გლობალური ცვლილებების ფონზე, ყველა ქვეყანას თავისი უპირატესი ინტერესი აქვს. ჩვენ კი, მისი თქმით, ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანის ვალდებულება გაგვაჩნია.„ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა”, გლობალური ომის პარტიიდან, საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, „რუსულად მონათლული ტყუილი” ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი” ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ. ეს ყველაფერი სხვადასხვა მეგობარ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ: „მაიდანი” და ომი უკრაინაში და პრემიერზე შეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთში.


აქედან გამომდინარე, ბევრი ბოლოდროინდელი ფაქტი უკვე ეჭვს იწვევს.დროა, ყველა დავფიქრდეთ და საქართველოს მხარეს დავდგეთ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა უშუალოდ ჩვენი საქმეა და მისი მინდობა არავისზე არ შეიძლება. როგორც ჩანს, მსოფლიოც დასაცავი გახდა და ამის ერთადერთი იარაღი სიმართლეა. ორმაგი სტანდარტი, ლამაზი დროშების ფრიალი, შავი ფულის ინტერესი, ურწმუნოება და უსამშობლობა კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს, საიდანაც შესაძლოა გამოსავალი ვეღარც მოიძებნოს.განსაკუთრებით რთული მოცემულობაა ჩვენს თვალწინ: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომი, შენელებული კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, გადაუნაწილებელი უსაფრთხოების ზონები ზესახელმწიფოებს შორის, არჩევნები ევროკავშირში, საქართველოსა და ამერიკაში. ყველას თავისი უპირატესი ინტერესი აქვს და ჩვენ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანის ვალდებულება გვაქვს, რასაც გონიერება და გაბედული გადაწყვეტილებები სჭირდება,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930