გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ჯერ კიდევ რჩება მიუკერძოებელი საერთაშორისო ინსტიტუტები, ორგანიზაციები, რომლებიც უფრთხილდებიან რეპუტაციასაც და მოვალეობას პირნათლად ასრულებენ

23-05-2024

„მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებზეც თავისი მავნებლური ზეწოლა გლობალურ ომის პარტიას არ გააჩნია“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.


მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გლობალურ ომის პარტიას სურვილი ჰქონდეს ზეგავლენას ქვეშ მოაქციოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თუმცა აშკარაა, რომ ამ ეტაპზე არაფერი გამოსდის.


„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი მორიგი საქმე წააგო. ამ გადაწყვეტილების ფონზე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, ჯერ კიდევ რჩებიან ის მიუკერძოებელი საერთაშორისო ინსტიტუტები, ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი თავის რეპუტაციასაც უფრთხილდებიან და ფუნქცია-მოვალეობას პირნათლად ასრულებენ.


უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საქართველოსთან მიმართებით თითოეულ მათ გადაწყვეტილებას, დაწყებული „რუსთავი 2“-ის საქმიდან, დასრულებული „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის გადაწყვეტილებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებზეც თავისი მავნებლური ზეწოლა გლობალური ომის პარტიას არ გააჩნია. შესაძლოა, ძალიან დიდი სურვილიც გააჩნიათ, რომ ზეგავლენის ქვეშ მოაქციონ, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოსდით.


იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე, რომლის წინააღმდეგ ფაქტობრივად ბრძოლაა დაწყებული. მას ომი გამოუცხადა ბაიდენის ადმინისტრაციამ - აპირებენ ჰააგის სასამართლოს თუ ცალკეული მოსამართლეების დასანქცირებას, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია მყარად დგას.


ამ მოცემულობის ფონზე ვენეციის კომისია, რომელზედაც ვიცოდით, რომ არის სამართლებრივ საკითხებში უპირობო არბიტრი, სამართლებრივი ფილტრი, და კანონპროექტს/კანონს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში (ხომ არ არის გადაცდომა სხვადასხვა კონვენციებთან მიმართებით ან რაიმე საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მიმართებით) განიხილავს, ჩვენ გვიგზავნის 24-გვერდიან სამარცხვინო დოკუმენტს, რომელიც გაჯერებულია „ენჯეო“ სექტორის გაურკვეველი ნარატივებით - მიმოიხილავს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. ისმის კითხვა, საფრთხე ხომ არ ემუქრება ვიღაცას და რაღაცას ამ კანონის მიღების შემდეგ? საფრთხე თუ დადგება, ამისთვის არსებობს სასამართლო და სამართლებრივი გზა პრეტენზიების წარსადგენად“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930