2-10-2018
„მილიონერი მათხოვარი - პოლიციამ გარდაცვლილი მათხოვრის ჩანთაში მილიონნახევარი დოლარის საბანკო ანგარიში იპოვა“-ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" წერს.
„ლიბანში პოლიციამ გარდაცვლილი, 52 წლის მათხოვარი ქალი ფატიმა ოტმანი იპოვა, რომელიც მიტოვებულ ავტომანქანაში ცხოვრობდა. გარდაცვლილს ჩანთაში ჰქონდა საბანკო დოკუმენტები, რომლის თანახმად, მის ანგარიშზე მილიონახევარი დოლარი ირიცხებოდა... პოლიციამ ახლობლები მოიძია და მათ შეატყობინა“-წერს გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მათხოვრის ნათესავებში კონფლიქტი მწიფდება.