გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადგინდა, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე

24-05-2024

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც გვაკრიტიკებდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომ დღეს აღმოჩნდა საბოლოოდ, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე; არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო", – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში ისაუბრა.

 
იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას სტრასბურგის გადაწყვეტილებით დღეს წერტილი დაესვა.


„ეს ყველაფერი დაიწყო 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შემოასახლეს ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის იმ კამპანიის დასასრული, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი მილიონი დოლარით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, დეზინფორმაციული და პირდაპირ მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930