გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო

24-05-2024

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც გვაკრიტიკებდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დღეს აღმოჩნდა საბოლოოდ, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე;  ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო", – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში ისაუბრა.


იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას სტრასბურგის გადაწყვეტილებით დღეს წერტილი დაესვა.


„ეს ყველაფერი დაიწყო 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შემოასახლეს ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის იმ კამპანიის დასასრული, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი მილიონი დოლარით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, დეზინფორმაციული და პირდაპირ მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31