გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობაკობალაძე აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს როდრიგესს შეხვდა

24-05-2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს როდრიგესთან.


ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ჯეიმს როდრიგესის რეკომენდაციით განახორციელა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელიც ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში გაიხსნა; განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს და, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციას _ ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, რომელიც გასულ წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და "გენერალთა კლუბის" ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა.


კობა კობალაძემ, ჯეიმს როდრიგესს მადლობა გადაუხადა თანადგომისა და იმ რეკომენდაციებისთვის, რომლებიც, მან, გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კობა კობალაძესთან შეხვედრაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მისცა.


შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატულ თანადგომაზე, ჰუმანიტარული პროექტებზე, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობაზე, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.


ჯეიმს როდრიგესის განცხადებით,პროექტები, რომლებიც საქართველოში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახორციელა, მნიშვნელოვანი პროგრესია.


" ეს შესანიშნავი და წინ გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ვეტერანებზე, ამით სტიმულს აძლევს ახალგაზრდობას, იზრუნონ საკუთარ ქვეყანაზე და ღირსეულად ემსახურონ მას. სარეაბილიტაციო პროგრამები აუცილებელია ვეტერანებისთვის, რადგან მათი ფიზიკური და მენტალური რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.


მე ყოველთვის ვაძლევ კომპანიებს რეკომენდაციას, დაასაქმონ ვეტერანები და გამოიყენონ მათი რესურსი საზოგადოების საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ. მოხარული ვარ, რომ თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, წლის ბოლოს, ვესტუმრო საქართველოს, პირადად გავეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშობას და ქართველ ვეტერანებს“, - განაცხადა ჯეიმს როდრიგესმა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: აშშ-ს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, კარლა ლანგჰემი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მოადგილე, ხათუნა კვესელავა.


ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე აშშ-ს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930