გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო

24-05-2024

ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო. სხვა არაფერს ვგულისხმობდიო… - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ევროკომისრის კომენტარს პრემიერთან სატელეფონო საუბარზე, რომლის თქმითაც, სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი, როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალმა დონემ.


იონათამიშვილის თქმით, ვეტო დაიძლევა და პოლარიზაცია დასრულდება. მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი შანტაჟს არ დაექვემდებარება, მით უმეტეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.


„ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო. სხვა არაფერს ვგულისხმობდიო… საზოგადოება მინდა დავამშვიდო, ვეტოს დავძლევთ და პირიქით, პოლარიზაციაც დასრულდება, არც არეულობა იქნება და შანტაჟსაც არ დავექვემდებარებით არასდროს, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“, - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930