გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მუქარაზე: წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი

24-05-2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


წილოსანის შეფასებით, ვარჰეის მხრიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე მიუთითებს.


„ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ. წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი...“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930