24-05-2024
„სულელურ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი ბლინკენმა და მისმა პატრონებმა, რადგან არ იცნობენ ქართველი ადამიანის ბუნებას და ჰგონიათ, პოლიტიკური შანტაჟით მოახერხებენ ხელისუფლების დისკრედიტაციასა და ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას?!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვაზე.
მისი თქმით, თუ ვინმე ინერტულად, ნეიტრალური პოზიციითა თუ საზოგადოებაში პასიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ყველას გააქტიურება გამოიწვიეს და ყველა დაიცავს ხელისუფლებას, რადგან უკვე არა პოლიტიკურ გემოვნებას, არამედ ქართველი ადამიანის თავმოყვარეობასა და დამოუკიდებლობას შეეხო.
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” გარკვევით თქვა პრემიერ-მინისტრმა და ამასვე ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ სანქციებით, ვიზების შეზღუდვით და ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარითაც კი - ვერ დაიყოლიებთ საქართველოს სუვერენიტეტით ვაჭრობაზე! სულელურ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, ბლინკენმა და მისმა პატრონებმა, რადგან არ იცნობენ ქართველი ადამიანის ბუნებას და ჰგონიათ, პოლიტიკური შანტაჟით მოახერხებენ ხელისუფლების დისკრედიტაციასა და ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას?! პირიქით, თუ კი ვინმე ინერტულად, ნეიტრალური პოზიციითა თუ საზოგადოებაში პასიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ყველას გააქტიურება გამოიწვიეს და აბსოლუტურად ყველა დაიცავს ხელისუფლებას, რადგან პოლიტიკურ გემოვნებას გასცდა საკითხი და შეეხო ყველაზე განსაკუთრებულ მოვლენას ქართველი ადამიანისთვის, თავმოყვარეობასა და დამოუკიდებლობას! ქართულ კანონებს, რუსულად ნათლავენ, რადიკალიზმს, ნორმალურ ნორმად გვაჩეჩებენ, დამნაშავეებს, პოლიტიკურ პატიმრებად გვატენიან და რა გგონიათ, რატომ გადავარდნენ ამხელა აბსურდში?! ყველა ხედავს თუ რამხელა გეოპოლიტიკური როლი შეიძინა, ჩვენმა პატარა ქვეყანამ და შესაბამისადაც, სწორედ ამიტომაა მაქსიმალური წნეხი საქართველოზე, რომ რამენაირად მოხდეს კავკასიური გზაჯვარედინის კონტროლი და მართვა. თუმცა ძაღლები ყეფენ გზებზე და ქარავნები თავის მიმართულებით მიდიან. „Goodbye and good luck“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.