24-05-2024
„არჩევანი მარტივია: პირადი კეთილდღეობა თუ საქართველო!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მადლობას უხდის ქვეყნის მტრების სრული ლუსტრაციისთვის.
„მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია! შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?! მათ მიერ გაყიდული და დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი მეომრების ბრძოლის ველზე მიტოვება, რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა, 300 000 ათასი პრობაციონერი, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ნაწამები და გაუპატიურებული ქართველები, ბიზნესის წართმევები, მედიის დარბევები და ტერორი, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, გაყიდული ჯარი! ეს ყველაფერი კეთდებოდა მათი მხარდაჭერით, ვინც ჩვენ, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მისი უსაფრთხოების დაცვის გამო სანქციებს გვიწესებს. მე მგონი ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო. არჩევანი მარტივია: პირადი კეთილდღეობა თუ საქართველო!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.