გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორეის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება

2-10-2018

კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება.  


ჰანკუკის უნივერსიტეტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი ეწვია. საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
 
მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება. ქართული ენის შემსწავლელ კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე,  ოთარ ბერეჟიანი წარუძღვება.
 
2017 წელს ჰანკუკის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031