გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ გერმანული ენის დიპლომების- DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

24-05-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანულიენის დიპლომების- DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.


გერმანული ენის მეორე საფეხურის დიპლომი „Deutsches Sprachdiplom II“ საქართველოს გერმანული ენის დიპლომის სკოლების (PASCH) 2024 წლის 121 კურსდამთავრებულს გადაეცა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მხარეებს საქართველოში გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობისთვის. „პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10-ზე მეტ სკოლაში გერმანული ენა ინტენსიურად ისწავლება. მადლობა ყველას, ვინც მხარში უდგას ქართველ ახალგაზრდებს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალურ უწყებას (ZfA), გერმანიის საელჩოს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს (DAAD). მათი ხელშეწყობით ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდა მიდის სასწავლებლად გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მუდმივი წარმომადგენელი ტანია ჰუტი, საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალური უწყების (ZfA), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გერმანული ენის დიპლომის სკოლების(PASCH) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ეს პროგრამა არა მხოლოდ გერმანული ენის შესწავლას უზრუნველყოფს, არამედ ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია ქართველი და გერმანელი ახალგაზრდების. ასევე, ჩვენი ქვეყნების ღირებულებების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს. მინდა, მოგმართოთ, რომ იყოთ გამბედავები, გამოიყენეთ უნარები და ცოდნა, რომელიც სკოლაში შეიძინეთ, თქვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მუდმივმაწარმომადგენელმა ტანია ჰუტიმ.


საქართველოში 15-მდე PASCH-სკოლაა, სადაც გერმანული ენა გაძლიერებულად ისწავლება. თორმეტ მათგანში ათი სასწავლო წლის შემდეგ შესაძლებელია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მეორე საფეხურის დიპლომის (DSD II) მიღება, რაც გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის წინაპირობას წარმოადგენს.


DSD-დიპლომი წარმოადგენს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის აუცილებელი ენის ცოდნის დასტურს. ამ დიპლომს 70-ზე მეტ ქვეყანაში გასცემენ და მის მისაღებად წელიწადში 80 ათასზე მეტი გამოცდა ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930