გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანია მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მათი ფულით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ

24-05-2024

აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანი არის, ერთი მხრივ მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მეორე მხრივ მათი ფულით თუ სხვა რამეებით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ აქ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ამ კონტრელიტებს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებიც დემონსტრაციულად უარყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ცხოვრების ფუნდამენტურ ნორმებს და ღირებულებებს.


„აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანი არის, ერთი მხრივ მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მეორე მხრივ მათი ფულით თუ სხვა რამეებით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ აქ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ.


ამ კონტრელიტებს ჩვენი საზოგადოება, რომ იტყვიან შემწვარ-მოხარშულს იცნობს. ეს ის ხალხია, რომლებიც დემონსტრაციულად უარყოფენ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ცხოვრების ფუნდამენტურნორმებს, ტრადიციებსა და ღირებულებებს. უფრო მეტიც, ხმალამოღებული ებრძვიან მათ.


დღევანდელ ე.წ. „თავისუფლების მარშს“ ისე როგორც მანამდე ჩატარებული სხვადასხვა მარშებს, თავისუფლებასთან ცოტა რამ აქვს საერთო. ეს უფრო დასავლეთის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი კონტრელიტების მარშია, მათი რესურსების სრული ლუსტრირებით“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930