25-05-2024
„ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. ერთადერთი გარანტი სტაბილურობის და უსაფრთხოების ეს არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი და არ წარმოადგენდე მისთვის საშიშროებას. შვეიცარიის კავკასიური ვარიანტი. არავინ არ მოჭრის იმ ტოტს რომელზეც ზის.... მთავარია არ დაირღვეს ბალანსი, არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს აქ ვინმეს დომინირებას. რუსეთი ამერიკის დომინირებას, ამერიკა რუსეთის.... არც თურქეთი დაუშვებს აქ რუსეთის შემოსვლას და პირიქით... ან ყველასი ან არავისი ეს იქნება მომავალი რეალობა“, - წერს დავით ბერიძე.
ბერიძის თქმით, საქართველოს დერეფანი სჭირდება ევროპას, ჩინეთს, თურქეთს, შუა აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, ირანს, ინდოეთს. ერთადერთი ვისაც არ სჭირდება ეს არის ამერიკა, საქართველოს გავლით მას არაფერი არ გააქვს აზიაში და ვერც სხვა რამეში ვერ გამოიყენებს, ეს დერეფანი არათუ არ სჭირდება პირიქით არ უნდა, ამით შეუსუსტდება გავლენა ევროპაზე.
„ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს.... ამერიკა ევროპის დასანქცირებას ერიდება, ჩინეთს ვერაფერს უშვება.... გამოსავალი არის დაკეტოს ეს დერეფანი. საქართველოს დერეფანი სჭირდება ევროპას, ჩინეთს, თურქეთს, შუა აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, ირანს, ინდოეთს.... ერთადერთი ვისაც არ სჭირდება ეს არის ამერიკა, საქართველოს გავლით მას არაფერი არ გააქვს აზიაში და ვერც სხვა რამეში ვერ გამოიყენებს.... საქართველოზე გადის ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი, გაზსადენი ევროპას გაჰყავს კაბელი საქართველოს გავლით თურქმენეთი გეგმავს ნავთობსადენის გაყვანას რათა მიაწოდოს ნავთობი ევროპას ირანი აშენებს რკინიგზას აზერბაიჯანზე, რომლის საშუალებით ტვირთები ირანიდან წავა აზერის გავლით რუსეთში, საქართველოს გავლით ევროპაში. ამ რკინიგზისთვის სულ ახლახან ინდოეთმა გააფორმა ხელშეკრულება ირანთან და იწყებს ირანის პორტის მოდერნიზებას, რომ ისარგებლოს ამ რკინიგზის ევროპული მარშრუტით. არც ერთ ამ პროექტში ამერიკა არაა, ევროპისგან განსხვავებით მას ეს დერეფანი არათუ არ სჭირდება პირიქით არ უნდა, ამით შეუსუსტდება გავლენა ევროპაზე.... ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. ერთადერთი გარანტი სტაბილურობის და უსაფრთხოების ეს არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი და არ წარმოადგენდე მისთვის საშიშროებას. შვეიცარიის კავკასიური ვარიანტი. არავინ არ მოჭრის იმ ტოტს რომელზეც ზის.... მთავარია არ დაირღვეს ბალანსი, არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს აქ ვინმეს დომინირებას. რუსეთი ამერიკის დომინირებას, ამერიკა რუსეთის.... არც თურქეთი დაუშვებს აქ რუსეთის შემოსვლას და პირიქით... ან ყველასი ან არავისი ეს იქნება მომავალი რეალობა“, - წერს დავით ბერიძე.