გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით ქ. რუსთავშიც აღინიშნება

25-05-2024

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები.


უწყების ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც მიეძღვნება: ქ. რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებლის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილეს და ქართული დიპლომატიის ისტორიას, ცალკე საგამოფენო სივრცე - „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა" მიეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას.


ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ.რუსთავში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, ასევე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოეწყობა შემოქმედებითი სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ 14:00 საათიდან ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში. სტუმართა საზეიმო განწყობაზე ასევე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და ორკესტრი.


17:10-ზე, ფოლკლორული ანსამბლი „ თუთარჩელა" შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. 17:30-ზე დაგეგმილია ადგილობრივი ფოლკლორური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე დრამერების ჯგუფი „არტ ლაიფი" წარდგება. საზეიმო ღონისძიებები კი ბენდი „გუფი ლენდის" კონცერტით დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930