გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდენ ის არასამთავრობოები, რომლებიც ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ

2-10-2018

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდრე სრულყოფილი ინფორმაცია არ იქნება ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.


„როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდენ არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ნაჩქარევ და ნაადრევ დასკვნებს აკეთებენ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით. საქმე გვაქვს ცალმხრივად წარმოებულ ნეგატიურ კამპანიასთან და ამის შეფუთვა ხდება გარკვეული გაუგებარი ჩანაწერებით, რომელთა დაკავშირებითაც გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მონტაჟთან. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გაცილებით მეტი, სრულყოფილი ინფორმაცია და დეტალები, იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს. ამის შემდეგ უფრო დაბეჯითებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა და იმ ადამიანებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ ობიექტურობაზე, ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა გააკეთონ განცხადებები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930