გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საერთაშორისო პოლიტიკაში, კულისებს მიღმა ყოველთვის არის ე.წ. ბაზარი გარიგებებზე, მეტწილად დამამცირებელზე. ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ამ ბინძურ თამაშებში, სამაგიეროსაც უხდიან წარმავალი ფაშისტები

25-05-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ენტონი ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, სადაც ტექნიკურ დეტალს განმარტავს და აღნიშნავს, რომ სანქცირებულთა სიას არ აქვეყნებენ.


როგორც ანალიტიკოსი წერს, სავარაუდოდ ამ სიაში თავადაც იქნება.


ანალიტიკოსის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკაში, კულისებს მიღმა ყოველთვის არის საუბარი გარიგებებზე. ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ამ ბინძურ თამაშებში, რის გამოც სამაგიეროს უხდიან.


„სავარაუდოდ, "პოსტივიც" და მეც ვართ ამ სიაში. არცერთ ღონისძიებაზე არ გვიწვევენ ე.წ. პროგრესულები და Who cares? (ვის ადარდებს?) მაქვს პატივი და როგორც საჯარო პირი, რომელიც ჩემს მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკოსებს ახლოდან ვიცნობ, ვთქვა შემდეგი: აშშ-ში ორჯერ ვარ ნამყოფი - ოფიციალური და პირადი. 1997 წლის ივლისში, პრეზიდენტ შევარდნაძეს ვუმზადებდით ვიზიტს. კარგი გამოცდილება იყო. მე როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი, პროტოკოლისა და სახელმწიფო დაცვის ოფიცერი წინასწარ გაგვიშვეს. ხაზარაძის ამჟამინდელი საპენსიო გოშია, თედო ჯაფარიძე იყო მაშინ ჩვენი ელჩი. მუდმივად გვიჭირს დიპლომატიურ კადრებშიც. რაც იქ დაგეგმარება ვნახე, პირი მართლა ღია მქონდა. განსაკუთრებით Secret Service-ზე. დღესაც მაქვს იმ შავკანიანი ოფიცრის 'ვიზიტკა'.


ეს ჩემი თანმხლები კოლეგა ვერ მალავდა განცვიფრებას. სად იყო მაშინ სოცქსელი? 97 წელია, ოდენ ფაქსი. 2012-ის სექტემბერში კი ქართველ მეგობრებს ვეწვიე. ციხის კადრები რომ გამოქვეყნდა, მასპინძლის სამზარეულოში ვღნაობდი, ევროკავშირის პოლიტიკური მრჩეველი ვიყავი მაშინ და საჯაროდ ვერაფერს დავწერდი. შეკითხვაზე თუ რატომ არ წამოვედი პროტესტის ნიშნად, მაქვს პასუხი - ვაგროვებდი და შენახული მაქვს მაშინდელ ოპოზიციაზე ნაცზონდერების თავდასხმები. 2008-ში ისე დამემუქრნენ ნაძირალა ბოკერია და ვითომ გაუფერულებული ავაზაკი დავით ბაქრაძე, რომ მაშინდელ ომბუდსმენს, სოზარ სუბარს მივმართე განცხადებით, მიშველე! არა და ვითომ დიპლომატიური 'აბჯარი' მიცავდა. რატომ დავწერე ეს. მეგობრებო, საერთაშორისო პოლიტიკაში, კულისებს მიღმა ყოველთვის არის ე.წ. ბაზარი რაცხა deal-ებზე, გარიგებებზე, მეტწილად დამამცირებელზე. ის ოქრო კაცი, ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ამ ბინძურ თამაშებში, სამაგიეროსაც უხდიან წარმავალი ფაშისტები. "სანქცირებულთა" სია თურმე არ ქვეყნდება, give me a break!,“- წერს გია აბაშიძე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930