გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ მივა

2-10-2018

კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ფარული აუდიო ჩანაწერების შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ზ.ო. (ზაზა ოქუაშვილი რედ.) 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს ადვოკატმა პროკურატურას განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სექტემბრის ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე.


ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სამი კომპანიის დირექტორი დაკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.


ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.


გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.


გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში 2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას“-აცხადებენ პროკურატურაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031