გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ო’ბრაიანმა - სანქციებია და თქვენი ბავშვების ამით მიღებული შოკი და ფსიქოლოგიური სტრესი ხომ უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ სია არ იქნებაო

25-05-2024

„ო'ბრაენმა - "შინდლერის სია" არ იქნებაო, ეგეთი ველურებიც კი არა ვართო”, - ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი აშშ-ის


სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკული მხარე სანქცირებულთა სიას არ გამოაქვეყნებს.

ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი ტიპის მიდგომა ფაშისტურია.


ო'ბრაენმა - "შინდლერის სია" არ იქნებაო, ეგეთი ველურებიც კი არა ვართო. ქართველი ბალღების დასანქცირება იქნება, მარა მათი ვინაობის გამხელა სიდოური წესიაო.


ეს ბავშვებში სქესის შეცვლის გამჭვირვალე პროცესი კი არ არისო, ან მათზე წინასწარი ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება. აქ - სანქციებია და თქვენი ბავშვების ამით მიღებული შოკი და ფსიქოლოგიური სტრესი ხომ უნდა გავითვალისწინოთო. ჰუმანური ფაშიზმი in action…”, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031