25-05-2024
არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ბლინკენი, მიშა და მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რონ გამჭვირვალობის კანონი რუსულია. ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა დასჯის მოთხოვნა - რუსულია. ის პოლიტიკური ძალა, ვინც 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი მშვიდობიანი დემოკრატიით ჩაანაცვლა-რუსულია. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ვინც ციხეებში ხალხს აუპატიურებდა, ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდა, ბიზნეს არეკეტებდა, ხალხს აკულაკებდა, სასამართლო პროკურატურის დანამატად იყენებდა - ის პოლიტიკური ძალა იყო დასავლური.
ნანა კაკაბაძის თქმით, ნაცების და მათი ანასხლეტების მეპატრონეები, სისტემად ქცეული გამორეცხილი ტვინების იმედად გვეუბნებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ღირსებას იცავს, ლამის მთელი მსოფლიოდან მომდინარე ზეწოლის, დაშინებისა და ბულინგის მიუხედავად, უკან არ იხევს და ცალ ფეხზე არ ხტის მათ წინაშე, სწორედ ასეთების დასანქცირებაა ქართველების დახმარებაო.
„რას გვეუბნება ბლინკენი
ბლინკენი, მიშა და მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ გამჭირვალობის კანონი რუსულია, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი - რუსულია, ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა დასჯის მოთხოვნა - რუსულია, ის პოლიტიკური ძალა, ვინც 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი მშვიდობიანი დემოკრატიით ჩაანაცვლა-რუსულია.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ათწლეულებია ჩვენს ინტელიგენციას ღირსეული ცხოვრების საშუალებას აძლევს, ვისი მმართველობის პერიოდშიც ომი და ტერიტორიების დაკარგვა არ მომხდარა, ვინც უამრავ საქველმოქმედო პროექტებს აფინანსებს, აშენებს ახლებს და არესტავრირებს ძველ ეკლესია-მონასტრებს - რუსი ოლიგარქია.
აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ვინც ციხეებში ხალხს აუპატიურებდა, ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდა, ბიზნეს არეკეტებდა, ხალხს აკულაკებდა, სასამართლო პროკურატურის დანამატად იყენებდა - ის პოლიტიკური ძალა იყო დასავლური. ვინც დღეს ქვეყნის გარედან ისევ გამაუპატიურებლების ხელისუფლებაში დაბრუნებას, მათი კრიმინალების ციხიდან გამოშვებას ლობირებს, ეგენი არიან დასავლური ღირებულებების მატარებლები. მართალია, ნაცების პროპაგანდისტული მედია საზოგადოების ტვინების გამორეცხვას მუდმივ რეჟიმში აწარმოებს, მაგრამ ვერც ისეთი გამორეცხვისთვის მიგიღწევიათ, თეთრი შავად და შავი თეთრად რომ მოგვაჩვენოთ. ნაცების და მათი ანასხლეტების მეპატრონეები, სისტემად ქცეული გამორეცხილი ტვინების იმედად გვეუბნებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ღირსებას იცავს, ლამის მთელი მსოფლიოდან მომდინარე ზეწოლის, დაშინებისა და ბულინგის მიუხედავად, უკან არ იხევს და ცალ ფეხზე არ ხტის მათ წინაშე, სწორედ ასეთების დასანქცირებაა ქართველების დახმარებაო.
თქვენსავე არჩეულ ხელისუფლებას რომ დავანქცირებთ(რაც ქვეყნის დასანქცირებას ნიშნავს) და მერე დავამხობთ, ეგ იქნება თქვენი ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად გაკეთებული საქმეო.
ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ არ გვესმის ან არ უნდა გვესმოდეს, რა მზაკვრული მიზნისთვის სურდათ ჩვენი ქვეყნის გამოყენება. რუსეთის წინააღმდეგ, საზარბაზნე ხორცად გამზადებულები, მეორე ფრონტის გასახსნელად ვინც არ გაგვიმეტა და უკრაინასავით ნანგრევებად არ გვიქცია საქართველო ის ყველა უნდა დაისაჯოსო.
ბლინკენის განცხადება რომ ნაცების რეანიმაციისა და რეაბილიტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, წაიკითხეთ, თუ როგორ გამოეხმაურა ამ განცხადებას გახარებული სააკაშვილი: „ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია!.. თუ კარგად დააკვირდებით, ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“ ხომ გესმით, ბლინკენმა განაცხადა, ხოლო სააკაშვილმა ეს ნათქვამი სიხარულით აიტაცა და საზეიმოდ გამოგვიცხადა: როგორც იქნა, დასავლეთმა აღიარა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო, ანუ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატიული წინსვლა იყოო.
ქართველებო! მასობრივ წამებებს, უსამართლო სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ქუჩაში მკვლელობებს ათასგვარ უბედურებებს თქვენ რომ სისხლიან რეჟიმს ეძახით, ეს დემოკრატიის წინსვლა იყოო. ამაზე უფრო ცხადად რაღა უნდა გვითხრას ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა?”- წერს ნანა კაკაბაძე.