გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება - საკუთარი ქვეყნისადმი მტრობას არც დღეს იშურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და საქართველოს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის

26-05-2024

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.


დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას 26 მაისს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება.


„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ქართველი ხალხი ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენი სისხლითა და ბრძოლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა. საუკუნის წინანდელი მხოლოდ სამწლიანი დამოუკიდებლობის ოკუპაცია ისევ ქართველების ხელშეწყობის შედეგი იყო.


საკუთარი ქვეყნისადმი მტრობას არც დღეს იშურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. შესაძლოა, დღეს დაკარგული დამოუკიდებლობა საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოსთვის - ქვეყანა ფიზიკურად განადგურდეს. სამწუხაროა, რომ რუსთაველზე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, დღეს საზოგადოების მცირე ნაწილი საქართველოს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის. დღეს ოკუპაციას აღარ სჭირდება რუსის ნიჩაბი, ამის გაკეთება საკუთარი ხელით სურთ მავანთ, ისევ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის.


ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის. ეს ბრძოლა მძიმეა, მაგრამ - ღირსეული. საუკუნეებია მოგვაქვს საქართველოს თავისუფლება და ეს გამტკიცებული უნდა გადავცეთ მომავალ თაობას!


გილოცავთ ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია! ეს არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930