26-05-2024
„კიდევ ერთხელ გვახსენებს თავს ცნობილი ანდაზა: "კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო", - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვას.
მისი განცხადებით, ზურაბიშვილი არაადეკვატური გზავნილებით ბოლოჯერ შეეცადა ქართულ საზოგადოებაში არეულობის შეტანას.
„კიდევ ერთხელ გვახსენებს თავს ცნობილი ანდაზა: "კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო" დღეს პ(რეზიდენტი) კიდევ უფრო მოიკუზა პოლიტიკურადაც, როდესაც სრულიად არაადეკვატური უკვე ბოდვაში გადასული გზავნილებით, ბოლოჯერ შეეცადა საზოგადოებაში არეულობა დაეთესა, ტკივილი მიეყენებინა ყველასთვის, ვისაც კი გადასწვდა. რას ვიზამთ, ამასაც გადავიტანთ და გავაგრძელებთ გზას განვითარებისკენ”, - წერს ანჯაფარიძე.