გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა

26-05-2024

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.


დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა.


ამას, 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.


ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად დაიბრუნა. ხოლო 1991 წლის 9 აპრილს, ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31