2-10-2018
სასტუმრო „თბილისი მარიოტში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით დღეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდებიან.
შეხვედრას, ასევე, დაესწრებიან ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში ბიზნეს ასოციაციას პირველად ხვდება. შეხვედრაზე მხარეები იმსჯელებენ ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებზე.
ბიზნესასოციაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
შეხვედრა 12:45 საათზე დაიწყება.