26-05-2024
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრაზილიაში გაიმართა 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიება, რომელსაც ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სხვადასხვა უწყებების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ზურაბ მჭედლიშვილმა, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა ბატონმა სელსო საბინო დე ოლივიერამ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის, საქართველო-ბრაზილიის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ბატონმა კლაუდიო კაჟადომ და ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპის დეპარტამებტის დირექტორმა, ბატონმა ფლავიო გოლდმანმა.
საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში 26 მაისის მნიშვნელობაზე, საქართველოსა და ბრაზილიის ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნებს შორის დაგეგმილ სამომავლო პროექტებსა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაზე ისაუბრა.საქართველოს საელჩოს მოერ ორგანიზებული ეროვნული დღის მიღება,ბრაზილიის დედაქალაქში პრესტიჟულ კლუბ ნავალში გაიმართა, რომელიც ასევე გამორჩეული იყო იმითაც რომ დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი” და ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი ქეთევან გაბისიანი. ფართო მოწონება და ოვაციები დაიმსახურა ანსამბლის მიერ შესრულებულმა ქართული მრავალხმიანი პოლიფონიის შედევრებმა და განსაკუთრებით საქართველოსა და ბრაზილიის ჰიმნების შესრულებამ მშობლიურ ენებზე.ღონისძიებამ თავისი შინაარსობრივი ნაწილით, გაჟღერებული გზავნილებით, უმაღლესი რანგის პირების დასწრებით, საქართველოს შესახებ ფოტო და ვიდეორგოლების წარდგენით, ქართული ფოლკლორის, ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციის ფონზე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დამსწრე საზოგადოებაზე, ხოლო თავად ღონისძიება კი, აქტიურად გაშუქდა ბრაზილიის წამყვან მასმედიებში.