გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და ქურდის ინსტიტუტი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ

2-10-2018

„ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება დაადასტურა. მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ბიზნესზე ზეწოლა ყოველდღიური მოვლენა და სისტემური პრობლემა იყო, ხოლო „ქურდის ფუნქცია“ საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას.


„მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ განცხადებას, რომელიც გავაკეთე მაშინ, იმ შეხვედრის შემდეგ. მე შეგახსენებთ, რა ვითარება იყო ადრე და რა ვითარებაა არის დღეს. ბიზნესზე ზეწოლა იყო ყოველდღიური მოვლენა იქამდე, ვიდრე შეიცვლებოდა ხელისუფლება 2012 წელს. მე მქონდა ერთხელ საშუალება, ბიზნესმენებთან ერთად ვიჯექი სუფრაზე, აღარ მახსოვს 2010 წელი იყო, დაახლოებით 15 კაცი იჯდა და 15-ივე ბიზნესმენმა მოყვა თავისი ისტორია იმის თაობაზე, თუ როგორ ახორციელებდა მაშინ ზეწოლას ხელისუფლება ბიზნესმენებზე. საუბარი იყო შანტაჟზე, ფულის გამოძალვაზე, ქონების წართმევაზე, 15-ივე ბიზნესმენს ჰქონდა თავისი ისტორია ამ ზეწოლის და გამოძალვის თაობაზე. მაშინ შემთხვევით მოვხვდი ამ სუფრაზე, მე თვითონ ბიზნესმენი არ ვიყავი, ვმუშაობდი ერთერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ იმდენად სისტემური იყო ეს პრობლემა, ბიზნესის რეკეტის პრობლემა, მაშინ მოხდა, გახსოვთ, ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია. ანუ, ქურდის ფუნქცია თავის თავზე აიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სახელმწიფომ. ეს იყო საერთო სურათი და ეს იმდენად სისტემური იყო, რომ ყველამ იცოდა ამის შესახებ, სახელებით, გვარებით, ჩემი მეზობელი, მეგობარი და ასე შემდეგ, უამრავი ფაქტი იყო, რაზეც გვქონდა ჩვენ ინფორმაცია სახელებით და გვარებით. ეს იყო ვითარება 2012 წლამდე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მსგავსი არაფერი ხდება. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, რაიმე სისტემური პრობლემა რომ იყოს, ეცოდინებოდა მთელ საქართველოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი პრეცენდენტი -ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც, მისივე შეფასებით, საკუთარი, სუბიექტური ინტერესი აქვს.


„ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ზეწოლაზე, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს ბიზნესის რეკეტი, ქურდის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, დღეს არის ვითარება რადიკალურად განსხვავებული. უყურეთ, რამდენი ბიზნესმენია საქართველოში - საქართველოში არის უამრავი ბიზნესმენი და აქ რომ იყოს რაიმე პრობლემა სისტემური კუთხით და სისტემურზეც არ არის საუბარი, რაიმე არასწორი სტატისტიკა რომ არსებობდეს, ეს ეცოდინებოდა მთელ საქართველოს. პრეცენდენტები არ არსებობს ამის, გარდა ერთი შემთხვევისა, ეს არის ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც აქვს თავისი ძალიან გამოკვეთილი სუბიექტური ინტერესი, მას აქვს 50 მილიონი დავალიანება ხალხის წინაშე. ეს არის მოსახლეობის ფული“,- განაცხადა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930